კარლ ჰარცელი - ვფიქრობ, რასაც მეორე ტურის კამპანიაში ვხედავთ, არის მაღალი ხარისხის პოლარიზაცია

როგორც კარგი ევროპელი მე ყოველთვის მივიჩნევ, რომ შეურაცხმყოფელ კომენტარებს არ აქვს ფაქტობრივი საფუძველი, ამიტომ სკეპტიკური ვიქნები ზოგადად შეურაცხყოფის მიმართ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას რას ფიქრობდა გუშინდელი აქციის დროს გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე.

ელჩის თქმით, რასაც მეორე ტურის კამპანიისას ხედავს, მაღალი ხარისხის პოლარიზაციაა.

„სიმართლე რომ გითხრათ, არ შემხვედრია შეურაცხმყოფელი განცხადებები გუშინდელი აქციის კონტექსტში, მაგრამ როგორც კარგი ევროპელი მე ყოველთვის მივიჩნევ, რომ შეურაცხმყოფელ კომენტარებს არ აქვს ფაქტობრივი საფუძველი ამიტომ სკეპტიკური ვიქნები ზოგადად შეურაცხყოფის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ის რასაც ვხედავთ მეორე ტურის კამპანიაში, არის მაღალი ხარისხის პოლარიზაცია. შეურაცხყოფის გაცვლა-გამოცვლა შეუსაბამოა ისეთი საარჩევნო გარემოსთვის, რომელიც უნდა ეხებოდეს პარტიებს, არჩევანს, რომელიც უნდა კეთდებოდეს ფაქტობრივ საფუძველზე“, - აღნიშნა ელჩმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა