სუს-ი - მედიასაშუალებებში გავრცელდა დეზინფორმაცია  და აბსურდული ბრალდებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ

„გუშინ კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელდა დეზინფორმაცია და აბსურდული ბრალდებები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ, კერძოდ, ე.წ. „ქოლცენტრების“ მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითური გზით მითვისების შესახებ“,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა განაცხადა.

როგორც საბედაშვილი განმარტავს, აღნიშნული წარმოადგენს სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ მიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანიის გაგრძელებას. მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს დანაშაულის, განსაკუთრებით ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება პრევენციული და აღკვეთი ღონისძიებები.

„გუშინ კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელდა დეზინფორმაცია და აბსურდული ბრალდებები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ, კერძოდ, ე.წ. „ქოლცენტრების“ მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითური გზით მითვისების შესახებ. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ მიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანიის გაგრძელებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ კამპანიის უკან დგანან ის პირები და პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები, რომლებიც თავად არაერთხელ ყოფილან ჩართული დანაშაულებრივ საქმიანობაში, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური თანხების მითვისებაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებში, ამავდროულად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, აღნიშნული მიმართულებით, ქართველი სამართალდამცავების მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს დანაშაულის, განსაკუთრებით ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება პრევენციული და აღკვეთი ღონისძიებები“, - განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა