ანონსი 29 ოქტომბერი

ანონსი  29 ოქტომბერი

29 ოქტომბერს, 10:15 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, "ევროპული საქართველოს" ლიდერები და მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსს გამართავენ.

მის: ინგოროყვას ქ.7

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; თორნიკე დიასამიძე - 5 97 04 06 08

29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლის სექტემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელს გამოაქვეყნებს.

Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/geostat.ge/

29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: დამკვირვებლად არჩევნების მეორე ტურში

მის: წინამძღვრიშვილის 119

საკონტაქტო: 599437403

29 ოქტომბერს, 16:30 საათზე, მრგვალ ბაღში, კლუბი "თავთავი" მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაეროს კონვენციით განსაზღვრული წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ ბრიფინგს გამართავს.

მის: ვ. ბარნოვის ქუჩა (მრგვალი ბაღი)

საკონტაქტო: თეა გოჩიტაშვილი 599880908; ლევან მეტრეველი 595032263

29 ოქტომბერს, 20:00 საათზე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.