ოდესაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული უკრაინა-ნატო-ს და საქართველო-ნატო-ს პარლამენტთაშორისი საბჭოების შეხვედრა გაიმართა

უკრაინაში, ქალაქ ოდესაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული უკრაინა-ნატო-ს და საქართველო-ნატო-ს პარლამენტთაშორისი საბჭოების და ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი საკითხები იყო უკრაინისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რუსეთის ფედერაციის მიერ ორი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაცია, აგრესიული ჰიბრიდული ქმედებები და შავი ზღვის უსაფრთხოება.

„ღონისძიებაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია.

შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბრისას, ირაკლი ბერაიამ ყურადღება გაამახვილა რუსულ ოკუპაციაზე და ოკუპირებული რეგიონების მზარდ მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევაზე, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, კიბერშეტევებზე და გაზრდილ რუსულ სამხედრო წარმომადგენლობაზე შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ალიანსის გაფართოების, საქართველოსა და უკრაინის გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროებაზე, შავ ზღვაზე რუსეთიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეების შეკავების შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობაზე, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოსა და უკრაინის მედეგობის გაძლიერებაში მხარდაჭერის გაზრდაზე და შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვან ათვისებაზე. ღონისძიების დასასრულს, ქართული და უკრაინული დელეგაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოდესაში გამართულ შეხვედრაში უკრაინის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, შავი ზღვის აუზის ქვეყნების დელეგაციები და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობდნენ. ქართული საპარლამენტო დელეგაციის მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი, თეონა აქუბარდია და დავით ბაქრაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა