მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანში მესამე დოზის შემდეგ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზაც ხელმისაწვდომი ხდება

აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ე.წ. ბუსტერ დოზის შემდეგ, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლებელია, ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთებაც. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ამ დროისთვის, ქვეყანაში რევაქცინაცია შესაძლებელია ვაქცინის ორი დოზის გაკეთებიდან ექვსი თვის შემდეგ.

როდესაც მოქალაქეები რეგისტრირდებიან მესამე დოზის მისაღებად, ისინი ავტომატურად რეგისტრირდებიან მეოთხე დოზაზეც.

2020 წლის თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში გამოვლენილია კორონავირუსით დაინფიცირების 522 368 შემთხვევა, 6966 ადამიანი გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა