თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხზე გადაწყვეტილებას ბაქოსთან ერთად მივიღებთ

სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხზე გადაწყვეტილებას თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად მიიღებს. ამის შესახებ თურქულ „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„ეს საკითხი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად განვიხილეთ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტის დროს ფიზულიში“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ და დასძინა, რომ ამავდროულად, სომხეთიდანაც წამოვიდა დადებითი სიგნალები, რომლებზეც ანკარა ასევე დადებითად უპასუხებს.

„ხოლო, როგორ ნაბიჯებს გადავდგამთ აზერბაიჯანთან ერთად, ამასაც განვიხილავთ. აზერბაიჯანმა სომხეთს შესთავაზა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა, მაგრამ სომხეთში ამაზე რაიმე სახის დადებითი ძვრა არ მომხდარა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ყველა გადაწყვეტილება სომხეთის შესახებ, მხოლოდ ბაქოსთან თანამშრომლობით იქნება მიღებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს