ირაკლი ზარქუა IPSOS-ის კვლევაზე - ნიკა მელიამ ახლა იხტუნაოს აქეთ და იქით, იძულებული გახდება დატოვოს „ნაცმოძრაობა“ - აი, ეს არის მისი დასასრული

ადამიანი, ვინც გააზრებულად ჩამოვიდოდა, ხილ-ბოსტანთან და არაჟანთან ერთად, 24 საათი არ იქნებოდა მალულად საკუთარ ქვეყანაში , - ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ზარქუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა მოუწევს და შიმშილობა მისი ციხიდან გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება.

„ბატონ სააკაშვილს პრეტენზია აქვს, აქაური ციხე კი არ მინდა, კერძო საავადმყოფოში გადამიყვანეთო, იმხელა ამბიციები აქვს. მეორე სიცრუე, რაც ამათ იკადრეს, ადვოკატებთან შესვლა არ შეუძლიაო - იცით, რომ 28 დღეში 107 ვიზიტი ჰქონდა? აქედან 54 ადვოკატთან იყო - დღეში 4 ასეთი ვიზიტი. მითხარით პატიმარი, რომელსაც ყოველდღიურად 4 შეხვედრა აქვს. დრამატიზირებას ახდენენ. რაც შეეხება შიმშილობას, პატიმრის უფლებაა, გააპროტესტოს. ეს არ არის საფუძველი, რომ ჩვენ ციხიდან გავუშვათ“, - განაცხადა ზარქუამ.

ამასთან, მან გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ მასშტაბურ შეკრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 150 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

„მძღოლების რაოდენობა იმაზე მეტი დაგვჭირდა, ვიდრე ნათქვამი იყო. დაახლოებით 150 000-მდე იყო ჩვენი გვერდში მდგომი, თავისუფალი ადამიანი, ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის, ზედმეტად ხელების გადაგრეხვის გარეშე რომ უნდათ ქვეყანა. ასეთი თავისუფალი საზოგადოება იყო გუშინ.

რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს, აი, კონტრაქციაო, ეს თავიანთ თავში მოიკითხონ“, - განაცხადა ზარქუამ.

მისი განმარტებით, 27 ოქტომბერს პარტიის შეკრება არავის წინააღმდეგ არ იყო მიმართული, არამედ ეს მხარდაჭერებთან შეხვედრა იყო.

„ჩვენი ძალა არჩევნებზე ვანახეთ უკვე, რეფერენდუმი, რომელიც მათ დაანონსეს და დაარქვეს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან წააგეს. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, ღია, მშვიდი, გამჭვირვალე, ხარვეზებით, მაგრამ ხარვეზი აბა, მითხარით, რომელ სახელმწიფოში არ არის არჩევნების დროს, რა თქმა უნდა, ამასაც გამოვასწორებთ. ასე რომ, აქ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად 10:0 მოუგო რადიკალურ ოპოზიციას“, - განაცხადა ზარქუამ.

მან IPSOS-ის კვლევის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია საკუთარი კლევითაც კი წაგებულია.

„ვისმენდი ბატონი მელიას ვირტუალურ მთავრობას - სასაცილოა ხო? მე ხომ ვაფრთხილებდი მელიას, სააკაშვილი და სააკაშვილის ტელევიზია გაწირავდა მას და გაწირეს. ახლა იხტუნაოს იქით და აქეთ. ის იძულებული გახდება დატოვოს „ნაციონალური მოძრაობა“ ან წავა სახლში, პოლიტიკას ჩამოშორდება ან ქალბატონ ხოშტარიასთან, რომელიც ერთპროცენტიანია და ბატონ ხაზარაძესთან, რომელიც თუ არ ვცდები 3%-იანია, 4 %-იანი პარტიის ლიდერი იქნება. აი, ეს არის მისი დასასრული. ამის შესახებ ვაფრთხილებდით, როდესაც სააკაშვილის არაჯანსაღ, ანტისახელმწიფოებრივ თამაშებში ჩაერთო“, - განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურში ოცივე მუნიციპალიტეტში და მითუმეტეს, სამეგრელოში დამაჯერებლად გაიმარჯვებს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა