საფრანგეთის ელჩი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში დაიბარეს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ “ბრექსიტის“ შემდგომ მეთევზეობის საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის ქმედებების გასაპროტესტებლად ქვეყნის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს.

„მე დავავალე მინისტრს ევროპასთან ურთიერთობების საკითხებში, ვენდი მორტონს, რომ მოლაპარაკებისთვის გამოიძახოს საფრანგეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში, რათა განმარტება გააკეთოს გაერთიანებული სამეფოსა და არხის კუნძულების წინააღმდეგ იმედგამაცრუებელი და არაპროპორციული მუქარის შესახებ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა.

პარიზმა ლონდონი „ბრექსიტის“ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და დაიმუქრა, რომ მომავალი კვირიდან საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს, მას შემდეგ რაც ფრანგი მეთევზეების ნაწილს ბრიტანეთის წყლებში საქმიანობის ნებართვა არ მისცეს. საფრანგეთი აცხადებს, რომ მეთევზეების დაახლოებით ნახევარს მოთხოვნილი ლიცენზიები არ მიუღია. საფრანგეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ საფრანგეთში შესულ ბრიტანულ საქონელზე 2 ნოემბრიდან დამატებითი საბაჟო შემოწმება დაწესდება. ამასთან, ისინი არ გამორიცხავენ, რომ ელექტროენერგიის ბრიტანეთში ექსპორტის საკითხსაც გადახედონ. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეფასებით, საფრანგეთის მუქარა არაპროპორციულია, რითაც იმედგაცრუებულია.

„ბრექსიტის“ შეთანხმების თანახმად, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ფრანგ მეთევზეებს უნდა ჰქონოდათ ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუ ისინი ლონდონისგან ლიცენზიას მიიღებდნენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“