პენტაგონი აშშ-ს მოკავშირეებს უკრაინისთვის იარაღის მარაგის მიწოდების შეზღუდვის გაუქმებისკენ მოუწოდებს

რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ლორა კუპერი, თვლის, რომ ვაშინგტონის ყველა მოკავშირემ კიევისთვის თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა გააუქმოს . მან ამის შესახებ ვირტუალურ ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელსაც ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი მასპინძლობდა.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს, რომ ყველა მოკავშირემ გააუქმოს შეზღუდვები კიევისთვის თავდაცვითი დახმარების მიწოდებაზე“, - განაცხადა კუპერმა. მისი თქმით, ადრე შეერთებულმა შტატებმა უკრაინა ამერიკული Javelin ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით უზრუნველყო.

„მე ვთვლი, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეიძინოს ის საშუალებები, რომლებიც მას საკუთარი თავის დასაცავად სჭირდება,“ - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა, ”ამიტომ, მსურს, რომ ეს შეზღუდვები მოიხსნას.”

თვის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის მიერ კიევის რევანშისტული განწყობის წახალისება დონბასში დაძაბულობას აძლიერებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო