არმენ სარქისიანი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენა რუსეთის მონაწილეობის გარეშე ვერ მოხდება

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენის საკითხი არ შეიძლება გადაწყდეს რუსეთის მონაწილეობის გარეშე, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გასული წლის მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების პირველივე დღიდან ორ ქვეყანას შორის წარმოიშვა პრობლემები საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით, თუ სად გადის ის ზუსტად. სარქისიანის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარე ამ მხრივ ვირტუალურ რუკებს იყენებს, პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი საზღვარი ყოფილი საბჭოთა კავშირის რუკებით უნდა განისაზღვროს.

„სხვა შემთხვევაში მხარეები, პირველ რიგში, აზერბაიჯანული მხარე, „გუგლის“ რუკებს გამოიყენებს,“- აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში კომპიუტერული პროგრამირების მცოდნე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საზღვრის ნებისმიერ ადგილზე „დახაზვა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა