გიგა ბოკერია - ქვეყანას უფლება აქვს, ვინც არ უნდა, არ შემოუშვას, ოღონდ ტესტი, როგორი ხელისუფლება გვყავს ისაა, ვისი შემოსვლა აწუხებთ და ვისი - არა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყანას სუვერენული უფლება აქვს, ვინც არ უნდა, არ შემოუშვას, მაგრამ ხელისუფლებისთვის ტესტია ის, თუ ვისი შემოსვლა აწუხებს და ვისი - არა.

როგორც ბოკერიამ საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტისა და ადვოკატის არშემოშვების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, ხელისუფლება ძალის დემონსტრირებას ცდილობს.

„თითქოს რეჟიმისთვის ეს ხომ არაფერს წყვეტს, მაგრამ ამ საკითხშიც ცდილობენ ძალის დემონსტრირებას, რომ ამას არ დაუშვებენ. უკრაინასთან მიმართებით, ყველაზე სკანდალური და სამარცხვინო ჟურნალისტის არშემოშვება იყო. ქვეყანას სუვერენული უფლება აქვს, რომ ვინც არ უნდა, არ შემოუშვას, ოღონდ ტესტი, როგორი ხელისუფლება გვყავს ისაა, ვისი შემოსვლა აწუხებთ და ვისი - არა. გავრილოვის, პოზნერის პუტინთან და სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ფიგურების შემოსვლა არ აწუხებთ - გვიმტკიცებდნენ, არ გქონდა არშემოშვების უფლებაო. უკრაინელი ჟურნალისტი, რომელმაც შესაძლოა, კრიტიკული სიუჟეტი გააკეთოს, ეს აწუხებთ და იყენებენ საკუთარ დისკრეციას. ესაა ამ რეჟიმის სახე“,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატ ევგენი გრუშოვეცსა და უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა