„არმიჰოლში“ საერთაშორისო კონფერენცია „ეროვნული გვარდიის როლი მდგრადობისა და წინააღმდეგობის ორგანიზების საკითხებში“ გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, „არმიჰოლში“ საერთაშორისო კონფერენცია - „ეროვნული გვარდიის როლი მდგრადობისა და წინააღმდეგობის ორგანიზების საკითხებში“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ტოტალური თავდაცვის კუთხით ეროვნული გვარდიის როლზე ისაუბრა.

„დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეროვნული გვარდიის უფროსმა. მან კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თანამედროვე გლობალურ სამყაროში, ტექნოლოგიური რევოლუციებისა და გამოწვევების ეპოქაში, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მდგრადობისა და წინააღმდეგობის უნარის შენარჩუნება. ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ამ მიმართულებით ეროვნული გვარდიის როლზე ისაუბრა და ყურადღება აქტიურ რეზერვზე. გაწვევის სისტემაზე, გვარდიის ამოცანებზე გაამახვილა.

კონფერენციაში საქართველოს ეროვნული გვარდიის გარდა, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, უკრაინის, პოლონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა ეროვნული გვარდიის განვითარების კუთხით ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად გაიმართა და მიზნად ეროვნული გვარდიის მდგრადობისა და წინააღმდეგობის კუთხით აღნიშნული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას ისახავდა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს