უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა

უკრაინაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 26 870 შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული რაოდენობაა ქვეყნისთვის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 648 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კოვიდ-19-ით 2 878 674 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 66 852 დაიღუპა, 2 421 495 კი გამოჯანმრთელდა.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 17.3 %.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა