სამხრეთ კორეა კოვიდპანდემიურ შეზღუდვებს ამსუბუქებს

სამხრეთ კორეა კოვიდპანდემიური შეზღუდვების შემსუბუქებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ რესტორნებსა და კაფეებში საათობრივ შეზღუდვებს გააუქმებს, ასევე მაღალი რისკის შემცველ ადგილებში, როგორებიცაა სპორტული დარბაზი, საუნები და ბარები, კოვიდ პასპორტების მოთხოვნა ამოქმედდება.

შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ფაზა ორშაბათიდან დაიწყება და ერთ-თვეს გაგრძელდება, სრულად გაუქმება კი თებერვლისთვის იგეგმება.

,,1-ელი ნოემბრიდან ჩვენი საზოგადოება გადადგამს პირველ ნაბიჯს ნორმალური ცხოვრების აღსადგენად", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა კიმ ბუ-კიუმმა მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ეს არა კორონავირუსთან ბრძოლის დასასრული, არამედ ახალი ეტაპის დასაწყისია.

გასულ კვირას სამხრეთ კორეამ მიაღწია თავის მიზანს 52 მილიონიანი მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაციის შესახებ. სრულად აცრილია ქვეყნის მოსახლეობის 72% , ხოლო მინიმუმ ერთი დოზით კი 79.8%.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა