ლევან იოსელიანი - ხვალ არჩევნებზე მისვლას არ ვაპირებ, პირველ ტურში იყო კანდიდატი, ვისაც მხარი დავუჭირე, მეორე ტურში ეს კანდიდატი აღარ არის

ხვალ არჩევნებზე მისვლას არ ვაპირებ - პირველ ტურში იყო კანდიდატი, ვისაც მხარი დავუჭირე, მეორე ტურში ეს კანდიდატი აღარ არის, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე ბიულეტენის გასაუქმებლად წასვლას არ აპირებს.

“ხვალ არჩევნებზე მისვლას არ ვაპირებ, მე არ მაქვს არჩევანი, რომელიც შეიძლება გავაკეთო თბილისში, სადაც რეგისტრირებული ვარ. კანდიდატები, რომლებიც წარმოდგენილები არიან, არც ერთი არ არის ჩემთვის მისაღები. მივიდე იმიტომ, რომ ბიულეტენი გავაფუჭო, ეს არ არის თვითმიზანი. არ ვთვლი, რომ ბიულეტენის გაუქმება სწორია, ეს სამართლებრივად არჩევნებზე არმისვლის ტოლფასია. პირველ ტურში ვიყავი და იყო კანდიდატი, ვისაც მხარი დავუჭირე, მეორე ტურში ეს კანდიდატი აღარ არის,"- განაცხადა იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა