მედია - აშშ-მა საზღვარზე განცალკევებული მიგრანტების ოჯახების თითოეულ წევრს, შესაძლოა, 450 000 აშშ დოლარი გადაუხადოს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შედეგად აშშ-ის საზღვარზე განცალკავებული მიგრანტების ოჯახებმა, შესაძლოა, აშშ-ის ხელისუფლებისგან უახლოეს მომავალში ათასობით აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღონ, - ინფორმაციას მედია საშუალებები სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ, რომლებიც განცალკევებული ოჯახების სარჩელის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებების შინაარსს იცნობენ.

გამოცემა Wall Street Journal-ი იუწყება, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა განცალკევებული ოჯახების თითოეულ წევრს დაახლოებით 450 000 აშშ დოლარი შესთავაზონ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი საზღვარზე მშობელი და შვილი ერთმანეთს დააშორეს, ისინი, ჯამში, 900 000 აშშ დოლარს მიიღებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ნაბიჯი არის მცდელობა, მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმება იმ ოჯახების მშობლებისა და შვილების სარჩელებზე, რომლებიც თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით აშშ-მექსიკის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ერთმანეთს დააშორეს.

ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შედეგად 5 600-ზე მეტი ბავშვი საკუთარ მშობლებს მხოლოდ იმიტომ დააშორეს, რომ მშობლებმა მათთან ერთად საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.

თეთრი სახლის ცნობით, ამ დროისთვის 1000-ზე მეტი ოჯახი კვლავ განცალკევებულია. ზოგიერთ შემთხვევაში მშობლებს სამშობლოში ადეპორტებდნენ, ხოლო მათ შვილებს აშშ-ში ტოვებდნენ. სასამართლოს ჩანაწერების თანახმად, განცალკევებული ოჯახების ბავშვების 300-ზე მეტი მშობელი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განცალკევებული მიგრანტების ოჯახების გაერთიანებაზე მუშაობის მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა, თუმცა, ჯგუფმა, ჯერჯერობით მხოლოდ 50 ოჯახის გაერთიანება შეძლო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა