„საქართველოს ბანკმა“ გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის 2 ჯილდო მიიღო

„საქართველოს ბანკი“, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

“ბიზნესი მდგრადი განვითარებისათვის 2021”-ის ფარგლებში, ბანკს ჯილდო ორ ნომინაციაში - "ხარისხიანი განათლება" და "ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა" გადაეცა.

მათი ინფორმაციით, ჯილდო ქართულ ბაზარზე მოქმედ ისეთ პროგრესულ და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ კომპანიებს ცნობს, რომელთა საქმიანობაც მიზნად მდგრად განვითარებას ისახავს და როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის, გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს. აღნიშნული ნომინაციები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ეყრდნობა.

„როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, „საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს განათლების სფეროს მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას და ხელშეწყობას. სასტიპენდიო პროგრამები ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, ონლაინ სწავლის ხელშეწყობა პანდემიის პერიოდში, რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისათვის არაფორმალური განათლების სივრცეების, იდეათეკების შექმნა - ეს ის მნიშვნელოვანი პროექტებია, რომელსაც ბანკი ხარისხიან განათლებაზე წვდომის გაზრდის მიზნით ახორციელებს. მეორეს მხრივ, ბანკი მუდამ ცდილობს წაახალისოს ის პროექტები, რომელსაც ორმაგი მიზანი აქვს − ეკონომიკური და სოციალური. შესაბამისად, სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მოხარული ვართ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს ასეთი მაღალი შეფასება მისცა. თუმცა, ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, „საქართველოს ბანკმა“ პანდემიის პერიოდში განათლების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროექტებისთვის საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, „Meliora 2021”- ის ჯილდოც მოიპოვა, ხოლო 2019 წელს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ „ხარისხიანი განათლების“ ნომინაციის გამარჯვებულად დასახელდა.

ინფორმაციისთვის, „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო“ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და ევროკავშირთან თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოში ჯილდოს კონკურსი წელს მეოთხედ ტარდება. კონკურსი მიზნად ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას ისახავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა