ჯანმო-ს ხელმძღვანელის პოსტზე ერთადერთ კანდიდატად ტედროს ადანომ გებრეისუსი წარადგინეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ორგანიზაციის 28 წევრმა სახელმწიფომ კვლავ ტედროს ადანომ გებრეისუსის კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჯანმო-ს შეუძლია გამოაცხადოს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ერთადერთი კანდიდატი: დოქტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი - წარადგინეს, რომელიც მოქმედი გენერალური დირექტორია", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის არჩევნები 2022 წლის მაისშია დაგეგმილი.
ეთიოპიის ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ტედროს ადანომ გებრეისუსი ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად 2017 წლის მაისში აირჩიეს.