აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებაზე ავტორიზაცია გასცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერი/ბიონტექის” ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა.

აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის დაწყებამდე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა უნდა გასცეს რეკომენდაცია, როგორ უნდა მოხდეს ვაქცინის გამოყენება. ცენტრი ამ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც გეგმას საკონსულტაციო საბჭო განიხილავს, რომელიც მომავალი კვირის სამშაბათს შეიკრიბება.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინის 10-მიკროგრამიანი დოზა დაუშვა. ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე 12 და უფროსი ასაკის პირებში დასაშვები დოზა, რომელიც 30 მიკროგრამს შეადგენს.

მარეგულირებელმა პარასკევს განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ასაკის პირებში გამოყენების ცნობილი და პოტენციური რისკებს აღემატება.

კომპანიების, „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ მტკიცებით, მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებში 90.7 პროცენტით ეფექტურია.

აშშ-ში აღნიშნული ასაკის 28 მილიონამდე ბავშვი ცხოვრობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს