მამუკა ხაზარაძე - ხმა მივეცი კოალიციურ მმართველობას

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ხმა ევროპული ტიპის მართვასა და და კოალიციურ მმართველობას მისცა.

„დღეს ხმა მივეცი კოალიციურ მმართველობას, ხმა მივეცი ცვლილებას ამ ქვეყანაში, ხმა მივეცი იმას, რომ გადავიდეთ ევროპული ტიპის მართვაზე და ძალიან სწრაფ რეფორმებზე ქალაქ თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბატონი კუჭავასგან განსხვავებით, რომელმაც უკვე მეორეჯერ დაარღვია კანონი და სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასე ღიად უგულებელყოფს ჩვენს კანონმდებლობას, რა თქმა უნდა, მე არ დავასახელებ კონკრეტულად ვინ შემოვხაზე, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ხმა მივეცი ცვლილებას, კოალიციას, ხვალინდელ რეფორმებს და განვითარებას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანით 30 წლის წინ არჩეული დამოუკიდებლობა და თავისუფლება უნდა დაიცვან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვიგრძნოთ ის პასუხისმგებლობა, რა გამოწვევების წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე, არამხოლოდ შიდა პოლიტიკაში, არამედ გეოპოლიტიკური გამოწვევები გვაქვს სერიოზული, ეს არის ვექტორი, რომელიც წლების განმავლობაში ჩრდილოეთისკენ იცვლება „ქართული ოცნების“ მეშვეობით, ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქ სადაც ტარდება მეორე ტური, ადამიანებმა ცვლილებას მისცენ ხმა, რომ ის არჩევანი, რომელიც 30 წლის წინ გავაკეთეთ დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ეს დავიცვათ. თავისუფლება არის ევროპული კურსი, დემოკრატიული მართვა, განვითარება არის კოალიციური მართვა და პოლიტიკაში მრავალხმოვანება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა