ხატია დეკანოიძე - სასაცილოდ გადაიქცა ეს ყველაფერი, უკვე მეშვიდე საქმეა, როცა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაიწყეს გამოძიება და ვერც ერთხელ ბოლომდე ვერ მიიყვანეს

სასაცილოდ გადაიქცა ეს ყველაფერი, უკვე მეშვიდე საქმეა, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაიწყეს გამოძიება და ვერც ერთხელ ბოლომდე ვერ მიიყვანეს, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ინფორმაციას, რომ სუს-ი სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

როგორც დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განმარტა, არავითარი გადატრიალების მცდელობა არ არსებობს.

„ეს არის „ქართული ოცნების” პროპაგანდა და რიტორიკა, როგორიც ახასიათებს დიქტატორულ რეჟიმებს. სახელმწიფო გადატრიალებას თხზავენ თავისთვის, თვითონვე აღძრავენ საქმეს და შემდეგ ხურავენ. სამწუხაროა, რომ ასე ფიქრობენ სახელმწიფოს მართვას”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა იმიტირებულია და "დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს”. დეკანოიძის განცხადებით, გაუგებარია როგორ შეიძლება პარლამენტის წევრს პენიტენციური დაწესებულებიდან რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდეს.

"როგორ შეიძლება პარლამენტის წევრს ჰქონდეს რაიმე სახის ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულებიდან, სამწუხაროა, რომ ისევ ზიზღს აფრქვევენ და ასე არასახელმწიფოებრივად უყურებენ ამ ყველაფერს”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა