ნიკა მელია - დღეს ჩვენ ვწერთ ისტორიას, პირველად ისტორიაში კოალიციური გუნდი იმარჯვებს თბილისში და არა მხოლოდ თბილისში

პირველად ისტორიაში, კოალიციური გუნდი იმარჯვებს თბილისში და არა მხოლოდ თბილისში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მიუხედავად საარჩევნო მანიპულაციებისა, „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს.

„წარმოუდგენელი დარღვევაა, დარღვევა ძალიან რბილად ჟღერს. უამრავი ოპოზიციონერი დამკვირვებლისა და კომისიის წევრის თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობით, დაახლოებით 10 ბიულეტენი ფიზიკურად უცხო მამაკაცმა ყუთში ჩატენა, იყო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება და ამის შემდეგ, ეს ადამიანი მიიმალა. უბანზე იმყოფებოდა ISFED-ის წარმომადგენელი, ჩემი ინფორმაციით, მას საჩივარი აქვს დაწერილი. ხალხნო, ამ არჩევნებს აგებენ, ყველა მსხვილი ქალაქი აქვთ წაგებული. ბატონი კობახიძის გაცეცხლებული ბრიფინგის შემდეგ, როდესაც მან აღიარა, რომ აგებენ მუნიციპალიტეტებს, როგორც ჩანს, დაახლოებით 40 წუთში მიიღო ბრძანება აქტივმა და სადაც შეუძლიათ მსგავს ქმედებებს ჩადიან, მაგრამ ამით რისი მიღწევა უნდათ?! ეს კონკრეტული უბანი როდესაც დაიხურება, ხომ ყველა დავინახავთ, რომ კალაძეს წაგებული აქვს“, - განაცხადა მელიამ.

მან ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ბოლომდე ვიბრძვით თითოეული ხმის დასაცავად, ამისთვის საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რომ ვერანაირი გავლენა ვერ ჰპოვოს მანიპულაციებმა საბოლოო შედეგებზე. ეს არის ისტორიული დღე. დღეს ჩვენ ვწერთ ისტორიას, დღეს ჩვენ ვიგებთ თბილისს, პირველად ისტორიაში კოალიციური გუნდი იმარჯვებს თბილისში და არა მხოლოდ თბილისში“, - განაცხადა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა