გიგი წერეთელი - დარჩენილ დროში ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ოპოზიციას

ხალხს აღარ უნდა ცხოვრების ამგვარად გაგრძელება და მათი ხმა იქნება გადამწყვეტი. დარჩენილ დროში ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ოპოზიციას, ეს იქნება ცვლილებების დასაწყისი, რომელიც ყველას გვინდა საქართველოში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის ოფისთან განაცხადა.

გიგი წერეთლის თქმით, მათი პარტია არჩევნების მსვლელობას ოცივე მუნიციპალიტეტში აკვირდება.

„ჩვენ ვაკვირდებით არჩევნებს ყველა ქალაქში, სადაც არის მეორე ტური. მნიშვნელოვანია როგორ დასრულდება დღევანდელი დღე, ბევრი ინფორმაციაა დარღვევებზე და განსაკუთრებით სახასიათოა მოსყიდვა, ასევე ამომრჩევლებზე ზეწოლა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩამორთმევა და სხვა. ვფიქრობთ, ხელისუფლებას ეს არის უშველის, ვინაიდან საქართველოში ხალხს აღარ უნდა ცხოვრების ამგვარად გაგრძელება და ხალხის ხმა იქნება გადამწყვეტი. დარჩენილ დროში ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ოპოზიციას, ეს იქნება ცვლილებების დასაწყისი, რომელიც ყველას გვინდა საქართველოში”, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა