ირაკლი ღარიბაშვილი - წინასწარი მონაცემებით, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ - ყველას გილოცავთ გამარჯვებას!

ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ წინასწარი მონაცემების მიხედვით. ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, “გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გაცნობის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან კახა კალაძეს დედაქალაქის მერის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ასევე მიულოცა „ქართული ოცნების“ სხვა კანდიდატებს. ღარიბაშვილმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ყველას გილოცავთ გამარჯვებას! მე მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს ხალხს და ჩვენს მხარდამჭერებს. მადლობა უფალს, ძალიან კარგად, მშვიდად ჩატარდა არჩევნები და ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ წინასწარი მონაცემების მიხედვით. ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას. მე მინდა მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე და ასევე, ყველას მინდა მივულოცო - ყველა მერს, ჩვენს ყველა კანდიდატს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა