„მთავარი არხის“ ეგზიტპოლით, ოპოზიციის კანდიდატებმა,  ნიკა მელიამ და გიორგი კირთაძემ ხმების 51-51 %, დავით კირკიტაძემ, ხატია დეკანოიძემ და ანზორ მელიამ კი 53-53% მიიღეს

ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის 20:00 საათის მონაცემების მიხედვით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ამომრჩეველთა 49%-მა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციის კანდიდატ ნიკა მელიას - 51%-მა.

რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მერობის კანიდიდატების შედეგები ასეთია:

რუსთავი - „ნაციონალური მოძრაობა“, დავით კირკიტაძე - 53%; „ქართული ოცნება“ ნინო ლაცაბიძე - 47%;

ქუთაისი - „ნაციონალური მოძრაობა“, ხატია დეკანოიძე 53%, „ქართული ოცნება“, იოსებ ხახალეიშვილი - 47%;

ზუგდიდი - „ნაციონალური მოძრაობა“, ანზორ მელია - 53%; „ქართული ოცნება“, მამუკა წოწერია - 47%;

ბათუმი - „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი კირთაძე 51%; „ქართული ოცნება“, არჩილ ჩიქოვანი - 49%.

ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი 3%-ია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა