ანონსი 31 ოქტომბერი

ანონსი  31 ოქტომბერი

31 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ორგანიზაცია გაასაჯაროვებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შეფასებას.

მის: დიმიტრი უზნაძის ქ.117, სადარბაზო II, სართული I.

31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „სამართლიანი არჩევნებისა“ და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ცენტრალურ ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია.

თემა: 2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების მეორე ტური.

მის: თაბუკაშვილის 5

31 ოქტომბერს, 14:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საერთაშორისო დამკვირვებლები ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: თელავის ქ.20

31 ოქტომბერს, 16.30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში, პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია განცხადებას გააკეთებს.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08