სუდანში სამხედრო ძალაუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს სამი ადამიანი გარდაიცვალა

სუდანში სამხედრო ძალაუფლების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს სულ მცირე სამი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ექიმების ცენტრალური კომიტეტის ცნობით, სუდანის უსაფრთხოების ძალებმა პროდემოკრატიულ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და იარაღი გამოიყენეს, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. აქტივისტების ინფორმაციით კი, დაშავებულია 100-მდე ადამიანი.

სუდანის შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ სროლის ფაქტს უარყოფს და მომიტინგეებს პოლიციაზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის, სუდანში სამხედროებმა გარდამავალ მთავრობას ძალაუფლება წაართვეს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სამხედრო გადატრიალებას ქუჩის საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 7 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო