„დიდი ოცეულის“ ლიდერებმა ახალ საგადასახადო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს მინიმალური გლობალური კორპორაციული გადასახადის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მსხვილი ბიზნესების გადასახადებისგან თავის არიდების აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მინიმალური კორპორაციული გადასახადის გარიგება კოორდინაციული შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც 2023 წლიდან მსხვილ კორპორაციებს მინიმალური 15%-იანი გადასახადი ემუქრებათ. შედეგად მსხვილი ბიზნესები ოფშორულ დაწესებულებებში მოგების დამალვასა და გადასახადებიდან თავის არიდებას ვეღარ შეძლებენ.

სამიტზე წამყვანმა ქვეყნებმა ასევე ღარიბ ქვეყნებში ვაქცინების განაწილების თემაზეც ისაუბრეს.

G20-ის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს მოწოდებებს გაღატაკებული ქვეყნებისთვის ვალების გადახდის პერიოდის გახანგრძლივების შესახებ და პირობა დადეს, რომ 2022 წლის შუა რიცხვებისთვის მსოფლიოს მოსახლეობის 70%-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე გაკეთებული ექნება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო