ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი - მეორე ტურში ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასთან, წამაქეზებელი სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით, ძირითადად, ოპოზიციის მიმართ

ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის, ინა სენაიდერის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ბევრი საჩივარი ძალადობას ეხებოდა.

ინა სენაიდერმა ასევე ისაუბრა ზუგდიდში, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ ფაქტებზე და აღნიშნა, რომ რამდენიმე ადგილზე ამომრჩევლების დაშინებას ჰქონდა ადგილი.

„მეორე ტურში, ჩვენმა დაკვირვებამ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასთან, ხელისუფლების არასათანადო გამოყენებასთან, წამაქეზებელი სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით, ძირითადად, ოპოზიციის მიმართ. არჩევნების დღეს, ჩემი ჩათვლით, ვაკვირდებოდით თბილისს, აქ არ იყო დიდი დარღვევა, ერთი ორი გართულების გარდა. ყოველთვის არ იყო მოცულობითი საარჩევნო უბნები, ადგილი არ იყო, რომ კოვიდრეგულაციები დაცული ყოფილიყო. გულწრფელად იმედი მაქვს, ეს კოვიდვითარება არ მოახდენს გავლენას თანამშრომლებზე და იქ მონაწილე პირებზე, დისტანცირება მართლაც აუცილებელია.

ჩვენმა მეორე გუნდმა ზუგდიდში არეულობები დააფიქსირა საარჩევნო უბნების მახლობლად. ჩვენ ვიცით, რომ მედიამ გააშუქა ეს მოვლენა ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაშინებას. ასევე მოსყიდვის ფაქტების შესახებაც მოგვახსენეს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს, აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით ვერ გადმოვიდნენ, რის გამოც ფაქტობრივად აღეკვეთათ არჩევნის განხორციელების უფლება. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ეს უნდა იყოს შეუქცევადი, ეს უკან არ უნდა შებრუნდეს. ამავე დროს, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება თქვენ ქვეყანაში ნამდვილად ისარგებლებდა, თუ პოლარიზაცია შემცირდებოდა. კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს პოლიტიკური კლასი წერტილს დაუსვამდა ამ გაყოფას და უფრო მეტად ყურადღებას გაამახვილებდა თანამშრომლობაზე, რეფორმებზე.

ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოცემულ რეკომენდაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეებისადმი და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობისადმი“, - განაცხადა სენაიდერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა