ოპოზიცია 7 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციას გამართავს

ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. შესაბამისი განცხადება პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააკეთა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ოპოზიციას სჭირდება დრო ხალხის მობილიზებისთვის და აქციის დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

„ჩვენ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით, უახლოეს მომავალში ძალიან დიდი ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას. ჩვენ ვაპირებთ სამშაბათს ბათუმში ჩასვლას, ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ ადგილზე ვიყოთ და გავაპროტესტოთ. ვიყოთ ქუთაისში და მომდევნო დღეებში სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს, მაგრამ ეს აქცია, ეს დემონსტრაცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციებისა და შეკრებებისგან ბევრი თვალსაზრისით. ნება მომეცით, ამაზე მეტად დეტალებში ახლა არ შევიდეთ. რა თქმა უნდა, მასშტაბი იქნება იმაზე დიდი, ვიდრე ჩვენ ბოლოს 14 ოქტომბერს ვნახეთ, თუმცა შინაარსი და დატვირთვა იქნება განსხვავებული, ისეთი, როგორიც ამ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, მისი თქმით, ოპოზიციას 7 ნოემბრამდე სხვადასხვა მშვიდობიანი აქტივობა ექნება.

"კვირა დღემდე სხვადასხვა აქტივობა გაიმართება ძალიან მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე, წინააღმდეგობრივი. არ მივცემთ მოძალადეებს ამოსუნთქვის საშუალებას", - აღნიშნა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა