ემანუელ მაკრონი ირწმუნება, რომ ავსტრალიის პრემიერმა წყალქვეშა ნავების შეთანხმებასთან დაკავშირებით მასთან იცრუა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა წყალქვეშა ნავების მშენებლობის ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით ის მოატყუა.

"მე დიდ პატივს ვცემ თქვენს ქვეყანას, თქვენს ხალხს. უბრალოდ ვამბობ, როცა ჩვენ პატივს ვცემთ, უნდა ვიყოთ მართლები და უნდა მოვიქცეთ ამ ღირებულების შესაბამისად და თანმიმდევრულად“, - განუცხადა მაკრონმა ავსტრალიელ ჟურნალისტებს.

კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა, რომ მორისონმა იცრუა, მაკრონმა უპასუხა: „არ ვფიქრობ, ვიცი“.

ემანუელ მაკრონის განცხადებას მოგვიანებით სკოტ მორისონი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტყუილი არ უთქვამს. ავსტრალიის პრემიერის მტკიცებით, მან წინასწარ აუხსნა მაკრონს, რომ ჩვეულებრივი წყალქვეშა ნავები ავსტრალიის საჭიროებებს აღარ აკმაყოფილებდა.

შეგახსენებთ, პარიზს, კანბერასა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური კრიზისი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის უსაფრთხოების ახალი ალიანსის, AUKUS-ის, შექმნან გამოიწვია. შეთანხმება ავსტრალიას საშუალებას აძლევს, ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით ბირთვული წყალქვეშა ნავები ააგოს. შეთანხმების გაფორმებით ავსტრალიამ საფრანგეთთან გააუქმა რამდენიმე მილიარდი ევროს ღირებულების ხელშეკრულება, რომელიც წყალქვეშა ნავების მშენებლობას ითვალისწინებდა და რომელსაც ორმა ქვეყანამ 2016 წელს მოაწერა ხელი.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში