თეთრი სახლის პრესსპიკერს კორონავირუსი დაუდასტურდა

თეთრი სახლის პრესსპიკერს, ჯენ ფსაკის კორონავირუსი დაუდასტურდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პრესსპიკერმა თავად განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან კონტაქტი ბოლოს სამშაბათს ჰქონდა, მისგან დაახლოებით 1.8 მეტრის დაშორებით იდგა და ორივეს პირბადე ეკეთა.

ფსაკი პრეზდენტს რომსა და გლაზგოში არ გაჰყვა რადგან მისი ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ოთხშაბათიდან კარანტინში გადავიდა. ჯენ ფსაკი ახადებს, რომ ვაქცინირებულია და ვირუსის მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტესტი ჯო ბაიდენსაც გაუკეთეს და მას ვირუსი არ დაუდასტურდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს