რომის პაპი - დროა ვიმოქმედოთ და ვიმოქმედოთ ერთად კლიმატის ცვლილების, კოვიდ 19-ის პანდემიისა და სიღარიბის წინააღმდეგ

რომის პაპი ფრანცისკე კლიმატის სამიტის, COP26-ის წინ საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, ილოცონ იმისთვის, რომ სამიტის მონაწილეებმა შედეგს მიაღწიონ.

„დღეს გლაზგოში, შოტლანდიაში, კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს სამიტი, COP26, იწყება. ვილოცოთ, რომ დედამიწისა და ღარიბების ძახილი ისმოდეს, იმისთვის, რომ ამ შეხვედრამ ქმედითი პასუხები გასცეს და კონკრეტული იმედი მისცეს მომავალ თაობებს“, - განაცხადა რომის პაპმა.

მისი თქმით, დროა კლიმატის ცვლილების, კოვიდ 19-ის პანდემიისა და სიღარიბის წინააღმდეგ ყველამ ერთად იბრძოლოს.

„დროა ვიმოქმედოთ და ვიმოქმედოთ ერთად კლიმატის ცვლილების, კოვიდ 19-ის პანდემიისა და სიღარიბის წინააღმდეგ,“- აღნიშნა პაპმა.

მან დაგმო "ეკოლოგიური კრიზისი" და "სოციალური კრიზისი“, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს კრიზისები ასევე წარმოადგენს "შესაძლებლობას" და „შანსს“ იმისთვის, რომ მსოფლიომ წარსულში ჩადენილ შეცდომებზე ისწავლოს.

"დროა ვიფიქროთ, გადავხედოთ ჩვენს პრიორიტეტებს და ხელახლა დავგეგმოთ ჩვენი მომავალი. დროა ვიმოქმედოთ, ვიმოქმედოთ ერთად, დროა,“- აღნიშნა პაპმა.

შეგახსენებთ, გაეროს კლიმატის სამიტი გლაზგოში დღეს იხსნება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს