„ბიონტექის“ დამფუძნებელი - კორონავირუსი უფრო მართვადი ვირუსი გახდება

„ფაიზერის“ პარტნიორი გერმანული კომპანია „ბიონტექის“ თანადამფუძნებელი იოზლემ თიურეჯი აცხადებს, რომ რთულია იმის თქმა, როდის დასრულდება პანდემია, თუმცა ცხადია, რომ კორონავირუსი უფრო მართვადი ვირუსი გახდება.

„რთული კითხვაა, როდის დასრულდება პანდემია, რადგან ყოველდღიურად ვსწავლობთ რაღაც ახალს მის შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს ის ვაქცინაზე. ჩვენ გვჭირდება ეს ცოდნა, რათა ვიმსჯელოთ, როდის დასრულდება პანდემია. მაგრამ რაც უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ თანდათან „ახალი ნორმალურობა“ მკვიდრდება. ამას უკვე ვგრძნობთ. ჩვენ ვსწავლობთ როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს. ბევრი ჩვენგანი უკვე ვაქცინირებულია და თავისუფლების ახალ ხარისხს იძენს,“- აღნიშნა მეცნიერმა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში ვირუსი შეიძენს გრიპის ვირუსის სტატუსს, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები ყოველწლიურად ან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იტარებენ.

„რა თქმა უნდა, ვირუსთან გამკლავება კიდევ რამდენიმე წელს მოგვიწევს. ასევე გვექნება პასუხები კითხვებზე, რომლებიც ამჟამად დაუზუსტებელია. მომავალი გვიჩვენებს, გაჩნდება თუ არა სხვა ვარიანტები, რომლებიც იმუნურია ამჟამინდელი ვაქცინების მიმართ. წლების განმავლობაში ვირუსი გრიპის ვირუსის სტატუსს შეიძენს, რისთვისაც მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფი ყოველწლიურად ან ორ წელიწადში ერთხელ აცრას იტარებს. კორონავირუსი უფრო მართვადი ვირუსი გახდება,“- აღნიშნა იოზლემ თიურეჯმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა