3 ნოემბერს "რუსთავი-თელავი-ჟინვალის" მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

„შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 3 ნოემბერს "რუსთავი-თელავი- ჟინვალის" 300მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 96.7კმ- სა და 108.8 კმ-ებს შორის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.

"აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 3 ნოემბერს 06:00-დან 17:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალსოფელს, მთისძირს, გავაზს, სანავარდოს, კუჭატანს, წიწკანაანთსერს, ჭიკაანს, ზინობიანს, შილდას, ენისელს, გრემს, საცხენეს, სარუოს, თხილისწყაროს, გრძელჭალას, ჩანტლისყურეს, შაქრიანს, საბუეს, თივსა და ალმატას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა