ავსტრალია, პანდემიის დაწყებიდან პირველად, საზღვრებს ხსნის

ავსტრალიამ საერთაშორისო მოგზაურობაზე 18 თვის წინ დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა, რაც სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს საზღვარგარეთ გამგზავრების ან ქვეყანაში დაბრუნების საშუალებას აძლევს.

კერძოდ, ვაქცინირებულ ავსტრალიელებს, რომლებსაც კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ, შეუძლიათ იმოგზაურონ სპეციალური ნებართვის ან კარანტინის გავლის გარეშე. თუმცა, ჯერჯერობით იგივე უფლებებით უცხო ქვეყნების მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის დატოვებისა საშუალება მილიონზე მეტ უცხოელს არ ეძლევა. პირველი რეისები სიდნეიში სინგაპურიდან და ლოს-ანჯელესიდან შესრულდა. მედია საშუალებები ავრცელებენ კადრებს, სადაც თვეების განმავლობაში ერთმანეთისგან დაშორებული ოჯახის წევრების ემოციური შეხვედრებია ასახული.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები, ჯერჯერობით, მხოლოდ ქვეყნის ორი უმსხვილესი ქალაქისთვის, სიდნეისა და მელბურნისთვის, შემსუბუქდა. ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნება 47 000-მდე ავსტრალიელს სურს.პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ დღევანდელ დღე „დიდი დღეა ავსტრალიისთვის.“

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს