ბრაზილიაში წვრთნების დროს 9 მეხანძრე დაიღუპა

ბრაზილიაში, ალტინოპოლისის მუნიციპალიტეტში წვრთნების დროს 9 მეხანძრე დაიღუპა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სწავლების დროს დუას ბოკასის გამოქვაბულის ნაწილი ჩამოიშალა.

წვრთნებში 27 მეხანძრე მონაწილეობდა. ჯერჯერობით ვრცელდება ინფორმაცია 5 გადარჩენილის შესახებ.

სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ათობით მაშველი და მეხანძრე მონაწილეობს, კვირას დაიწყო, თუმცა უამინდობის გამო შეფერხდა და დღეს ისევ გაგრძელდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს