დღეიდან, „ვითიბი ბანკში”, იურიდიული პირები, ახალი, ბევრად მოსახერხებელი ფუნქციონალის ინტერნეტ და მობაილ ბანკით სარგებლობას შეძლებენ

დღეიდან, „ვითიბი ბანკში”, იურიდიული პირები, ახალი, ბევრად მოსახერხებელი ფუნქციონალის ინტერნეტ და მობაილ ბანკით სარგებლობას შეძლებენ. „ვითიბი ბანკის“ ცნობით, ახალი ინტერნეტ ბანკი ხელმისაწვდომია ბმულზე https://beta.vtb.ge , ხოლო მობილური აპლიკაცია VTB Mobile - ს გადმოწერა შესაძლებელია Google Play ან App Store მარკეტიდან.

მათი ინფორმაციით, ახალი ინტერნეტ ბანკიდან მომხმარებელი შეძლებს ღია ბანკინგით სარგებლობას, რაც გულისხმობს „ვითიბი ბანკში“ გახსნილი ანგარიშების გაზიარებას სხვა ბანკების ინტერნეტ ბანკში და მობაილ ბანკის აპლიკაციაში.

„მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს , რომ თუ არსებულ ინტერნეტბანკში დარეგისტრირებული ყავთ: ერთი მომხმარებელი და არ გაქვთ დიჯიპასი, ახალ სისტემაში შეხვალთ არსებული username-ით (მომხმარებლის სახელით) და პაროლით; ერთი მომხმარებელი და სარგებლობთ დიჯიპასით, უფლებამოსილი პირი უნდა მობრძანდეს ბანკში. თქვენ უფასოდ გადმოგეცემათ ახალი დიჯიპასი, რომლითაც არსებული username-ით და პაროლით შეძლებთ სისტემაში შესვლას; ერთზე მეტი მომხმარებელი, უფლებამოსილი პირი უნდა მობრძანდეს ბანკში მომხმარებლების გასააქტიურებლად. თქვენ უფასოდ გადმოგეცემათ ახალი დიჯიპასი და არსებული username-ით და პაროლით შეძლებთ სისტემაში შესვლას. არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენელი უფლებამოსილი პირი უნდა მობრძანდეს ბანკში“,- აღნიშნულია „ვითიბი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა