ლევან იოსელიანი - თუ პირველი ტურის შედეგები ლეგიტიმური იყო, როგორ შეიძლება მეორე ტურის შედეგები იყოს არალეგიტიმური?! - არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის ამდაგვარად დაყენება ლოგიკურად არ მიმაჩნია!

თუკი არჩევნების პირველი ტურის შედეგები ლეგიტიმური იყო, როგორ შეიძლება არჩევნების მეორე ტურის შედეგები იყოს არალეგიტიმური?! - არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის ამდაგვარად დაყენება ლოგიკურად არ მიმაჩნია! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

მისი თქმით, თუკი არჩევნების პირველი ტურიც არალეგიტიმურად მიიჩნევა, მაშინ ოპოზიციის მხრიდან არჩეული დეპუტატები საკრებულოებში არ უნდა შევიდნენ.

ამასთან, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგად ცდომილება მაღალი არ იქნება.

"მუშაობა იმ ხარვეზების გამოსწორებაზე უნდა დავიწყოთ, რაც ადგილობრივმა არჩევნებმა გამოაჩინა. ხომ ყველას მოგეწონათ, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები კრწანისის ოლქში, როცა შედეგები საათნახევარში ყველამ ვიცოდით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს 2024 წელს ელექტრონული არჩევნები მთელს საქართველოში ჩავატაროთ. საარჩევნო რეფორმა აქეთკენ უნდა წავიდეს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს