დღეს გადათვლის ცენტრებში ბიულეტენებს ხელახლა დაითვლიან

ცესკოს ინფორმაციით, დღეს გადათვლის ცენტრებში ბიულეტენებს ხელახლა დაითვლიან. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, გადათვლის ცენტრებში პროცესი 17:00 საათზე დაიწყება. მისივე თქმით, უზრუნველყოფილი იქნება პროცესის საჯაროობას და ვიდეოგადაღება.

"დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა გამართეს სხდომები და კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოავლინეს ყოველ საარჩევნო ოლქში ის უბნები, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს. ამასთან აღსანიშნავია, რომ გუშინ ცესკოს თავმჯდომარემ საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართა ინიციატივითა და რეკომენდაციით - სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გადათვლის მიზნით გამოევლინათ 7-7 საარჩევნო უბანი. გადათვლის პროცესი დღესვე 17:00 სთ-ზე დაიწყება გადათვლის ცენტრებში და, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ პროცესის საჯაროობასაც და ვიდეოგადაღებასაც.

ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. მოვუწოდებთ მათ, კანონის შესაბამისად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას გადათვლის პროცესის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას. გადათვლის ცენტრებში სრულად იქნება გათვალისწინებული ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კოვიდრეგულაციები. დამუშავებული მონაცემები და ასევე ბიულეტენების გადათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. აქვე აღვნიშნავ, რადგან კრწანისის საარჩევნო ოლქში კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, ხელახალი დათვლა არ განხორციელდება“, - განაცხადა იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა