უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ იწყება

საქართველოს თავდაცვის ძალები უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლებისთვის „დიდგორი 2021“ ემზადება, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საინფორმაციო ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და სწავლებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს „დიდგორი 2021“-ის შესახებ ინფორმაცია სწავლების ხელმძღვანელმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა წარუდგინა. მან სწავლების სცენარზე, მიზნებზე, ამოცანებსა და მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

უწყებათშორისი სწავლება წელს მერვედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით მასშტაბურია. პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. საშტაბო კომპონენტი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), საერთო საჯარისო ცენტრსა და სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში განთავსდება. საშტაბო ნაწილის გარდა, „დიდგორი 2021“ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასწავლო უბანზე ძალების მიზიდვით საველე კომპონენტებსაც მოიცავს.

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2021“ ოფიციალურად 5 ნოემბერს გაიხსნება და 8 - 12 ნოემბერს ჩატარდება. სწავლების მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწა. სწავლებაში სტრატეგიული და ოპერატიული დონის შტაბებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა