ისრაელი ვაქცინირებულ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ტურისტებს საზღვრებს უხსნის

ისრაელმა, 2020 წლის მარტიდან პირველად, ვაქცინირებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელში ტურისტები მხოლოდ იმ ქვეყნებიდან დაიშვებიან, რომლებიც დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო ე.წ. წითელ სიაში არ არიან შეყვანილი. ამასთან, ახალი რეგულაციების თანახმად, ვიზიტორები თვითმფრინავში ჩასხდომამდე 180 დღის განმავლობაში უნდა იყვნენ აცრილები. თუმცა ვაქცინის მეორე ან მესამე დოზის მიღებიდან 14 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს გასული.

ისრაელში ის ტურისტები დაიშვებიან, რომლებიც ვაქცინირებულები არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით. მიმდინარე თვის შუა რიცხვებიდან კი ისრაელი რუსული „სპუტნიკით“ აცრილ ტურისტებსაც დაუშვებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა