რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის საკითხი განვიხილეთ

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე ავღანეთში არსებული სიტუაცია და სამხრეთ კავკასიის საკითხი განვიხილეთ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს რომიდან დაბრუნების შემდეგ განუცხადა.

ერდოღანის თქმით, ფრანგ კოლეგასთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბერს აზერბაიჯანში მის მიერ განხორციელებულ ვიზიტზე.

„ამჟამად, სამხრეთ კავკასიაში პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული და ჩვენს ძმას, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მტკიცედ სურს, გააგრძელოს ეს პოზიტიური ნაბიჯები“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, რეგიონში შესაძლოა სამშვიდობო პლატფორმა შეიქმნას, თუკი რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, საქართველო და სომხეთი შეთანხმდებიან.

რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა რომში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა, რომელიც დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა, მედიისთის დახურული იყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს