აშშ-ს სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში ნატოსთან ერთობლივ ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ის ფლოტის ამფიბიური კლასის სამხედრო გემი USS Mount Whitney- შავ ზღვაში ნატოსთან ერთობლივი ოპერაციებისთვის იგზავნება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს მეექვსე ფლოტი საკუთარ ტვიტერ გვერდზე ავრცელებს.

„მეექვსე ფლოტის საფლანგო ხომალდმა შავ ზღვის მიმართულებით ტრანზიტული მოძრაობა დაიწყო, რათა ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ოპერირება დაიწყოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩასულმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. რუსი დიპლომატის განცხადებით, აშშ-ს საზღვაო ფლოტის ეს ნაბიჯი გლობალურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს