გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში ზაქარია მაისურაძის, პატარა ტბის, გულისაშვილის, ინგუშეთის და მიმდებარე ქუჩებზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

ამასთან, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, დიდ დიღომში, ტოიოტას ცენტრის მიმდებარედ, ჩალიპირებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-დან 11:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში არშა, სიონი, გარბანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ხურთისი, გორისციხე, ტყარშეტი, გველეთი, ფხელშე და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში წითელსოფელი, ჩანადირთკარი, ბულაჩაურის აგარაკები, ქუბრიაანთ აგარაკები, ლაშარის ჯვარი, ლაზვიანი, ბოდორნა და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ზარიძეები, ტუშურები, ხოფცა, ალაჭანი, კახოიანები, ღორღა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა