ანონსი 2 ნოემბერი

2 ნოემბერს, 11:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: შეთავაზება საკრებულოების ოპოზიციონერ წევრებს
მის: წინამძღვრიშვილის 119
საკონტაქტო:599437403
2 ნოემბერს, 11:00 საათზე, მცხეთის „კოვიდ ცენტრის“ სამედიცინო დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
მის: ერწოს ქუჩა 11.
საკონტაქტო: 599 726565
2 ნოემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტში ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები ანა ნაცვლიშვილი და სალომე სამადაშვილი განცხადებას გააკეთებენ.
B კორპუსი. სხდომათა დარბაზის სართული
2 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მუხროვანის ამბოხის შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი განცხადებას გააკეთებს.
თემა: „მიხეილ სააკაშვილის საქმე. არჩევნების შედეგები. ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციები“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო:593 53 45 24
2 ნოემბერს, 11:15 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი განცხადებას გააკეთებს.
თემა: "მიხეილ სააკაშვილის საქმე. არჩევნების შედეგები. ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციები".
მის: კოსტავასქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
2 ნოემბერს, 11:30 საათზე, კულტურის სამინისტროსა და მერიის მხარდაჭერით, ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, მორიგი მასტერკლასი გაიმართება, სადაც მხატვარ-დიზაინერი ნინო მირიანაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, აიპ „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებს კოლაჟის ტექნიკას შეასწავლის.
მის: ნიკოლოზ გოცირიძის 2 (ჩუღურეთის რაიონი)
2 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
2 ნოემბერს, 13:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერის საქართველოს ტერიტორიაზე არშემოშვება.
მის: ბარნოვის 40
საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე 597 040 608
2 ნოემბერს, 13:30 საათზე, ხელოვნების მუზეუმის წინ მდებარე სამლოცველოში პრესკონფერენცია ჩატარდება და აღევლინება პარაკლისი, ანჩისხატის თავის სახელობის ტაძარში დაბრუნებისათვის.
თემა: პატრიარქის წერილებია გაგზავნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე ა.წ 2 აგვისტოს და 21 ოქტომბერს - ხატის დაბრუნების აუცილებლობის შესახებ.
მის: თავისუფლების მოედანთან, ლ. გუდიაშვილის #1
საკონტაქტო: ზაზა ნანობაშვილი - 555 39 99 23; 593 52 53 88.
2 ნოემბერს, 15:00 საათზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ოთახი 515 (C კორპუსი, მე-5 სართული)

























