იემენში მეჩეთზე და სკოლაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

იემენის პროვინცია მარიბში, მეჩეთსა და რელიგიურ სკოლაზე ჰუსიტების ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა და დაშავდა 29 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ქვეყნის მინისტრის „ტვიტერზე“ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მარიბის გუბერნატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმისას ორი ბალისტიკური რაკეტა იყო გამოყენებული.

ბოლო თვეების განმავლობაში სამთავრობო ძალებსა და ჰუსიტებს შორის არსებული კონფლიქტი გამწვავდა. გაერო აღნიშნავს, რომ სექტემბერში 10 000-მდე ადამიანი მარიბში არსებული სიტუაციის ფონზე იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინათ. მათივე განცხადებით, იემენში მიმდინარე ომი და ეკონომიკის ვარდნა ჰუმანიტარულ კრიზისს ქმნის და 16 მილიონ ადამიანს შიმშილი ელოდება.

ჰუსიტებს ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არ აუღიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა