ცესკო ბათილი ბიულეტენების სტატისტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ცესკო ბათილი ბიულეტენების სტატისტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ცესკოს ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილი ბიულეტენების მონაცემები დაამუშავა როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველი ტურის, ისე მეორე ტურის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით. კომისიის მიერ განხორციელებული ანალიზის შედეგად დგინდება და იკვეთება, რომ არჩევნების მეორე ტურზეც, ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში.

„მაგალითად 70 048 ამომრჩეველი იყო მისული არჩევნებზე ქუთაისში და ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი, მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში არის სულ რაღაც 3.42 პროცენტი. ბათუმის შემთხვევაში, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 77 034 მოქალაქემ, ხოლო ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 2.69 პროცენტია.

ასევე მნიშვნელოვანია წლევანდელი არჩევნების ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა ზოგადად გასულ წლებში ორგანიზებულ არჩევნებთან მიმართებაშიც.

მაგალითად 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით ჯამში ბათილი იყო 32 191 ბიულეტენი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა კი - 790 528. უკვე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამში დაფიქსირდა 32 718, რაც პროცენტულად არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთან (869 959) მიმართებაში 3.76%-ია. 2021 წლის არჩევნების პირველ ტურზე მხოლოდ 3.42% ფიქსირდება ბათილი ბიულეტენების (არჩევნებში მონაწილე - 1 043 994); რაც შეეხება მეორე ტურს, წინასწარი მონაცემების მიხედვით დაფიქსირდა ბათილი ბიულეტენების 2.96% (30 095 ბიულეტენი, არჩევნებში მონაწილე - 1 015 494). გასულ წლებთან მიმართებაში გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინებით იკვეთება, რომ 2021 წლის არჩევნების როგორც პირველ, ისე მეორე ტურზე ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები ცალსახად შემცირებულია, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბათილი ბიულეტენების დეტალური სტატისტიკა წლების მიხედვით იხილეთ ბმულზე:

https://cesko.ge/res/docs/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.pdf

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება