ვლადიმერ პუტინი - რუსეთს ,,სტრატეგიული პარიტეტის“ დარღვევის მცდელობებზე რეაგირება აუცილებლად ექნება

რუსეთი უშიშროების მიმართულებით ხედავს საფრთხეებს და მზად არის სათანადო რეაგირება მოახდინოს ამაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებსა და თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ზოგიერთი ჩვენი უცხოელი პარტნიორი კვლავ აგრძელებს სტრატეგიული პარიტეტის დარღვევას და ამას გლობალური სარაკეტო თავდაცვის ელემენტების ჩვენი საზღვრების სიახლოვეს განლაგებით ცდილობენ “, - აღნიშნავს პუტინი.

პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე აერონავტიკის გაძლიერებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც განიხილავენ, რაც პუტინის თქმით, თანამედროვე რუსული არმიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მაღალტექნოლოგიური და მანევრირებადი კომპონენტია.

,,შეტევებისგან თავდაცვა და სტრატეგიული პარიტეტის შენარჩუნება პირდაპირ დამოკიდებულია მათ საბრძოლო მზადყოფნასა და აღჭურვილობაზე", - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წლებში რუსეთის შეიარაღებული ძალების პოტენციალი აერონავტიკის მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.

,,თანამგზავრების ორბიტალური ჯგუფი და სახმელეთო სარადარო სადგურები უშეცდომოდ აღმოაჩენენ ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფაქტს , დროულად განსაზღვრავენ მათ პარამეტრებს და აცნობებენ საბრძოლო მართვის ცენტრებს“, - განმარტა პრეზიდენტმა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო