მამუკა მდინარაძე - სააკაშვილს მოვუწოდე, რომ გაასაჯაროებინოს პერსონალური მონაცემები - ვნახოთ, შემთხვევით „ფეიკი“ ხომ არ არის შიმშილობა

სააკაშვილს მოვუწოდე, რომ გაასაჯაროებინოს პერსონალური მონაცემები, ამის გახმოვანების უფლება მისცეს პენიტენციურ სამსახურს. შემდეგ ვნახოთ შემთხვევით „ფეიკი“ ხომ არ არის შიმშილობა , - ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა გაასაჯაროოს პერსონალური მონაცემები, რადგან, მდინარაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებით კონკრეტული ეჭვები არსებობს.

“სადაც საჭირო იქნება, იქ გადაიყვანენ. ქართული სახელმწიფო იღებს ნებისმიერი პატიმარზე პასუხისმგებლობას, რაც კი სახელმწიფოს შესაძლებლობის ფარგლებშია. კონკრეტული ადამიანი რას მოიგონებს, როდის სპეკულაციას მიმართავს. მოვუწოდე ადამიანს, რომ გაასაჯაროებინოს პერსონალური მონაცემები, ამის გახმოვანების უფლება მისცეს პენიტენციურ სამსახურს. შემდეგ ვნახოთ, შემთხვევით "ფეიკი" ხომ არ არის შიმშილობა და ა.შ. გარკვეული ეჭვები არსებობს საზოგადოება მხრიდან.

ნებისმიერ პატიმარს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს, მიხედავს იუსტიციის სამინისტრო”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 32 დღეა შიმშილობს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ